Accessibility links

logo-print

ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრეზიდენტს გადადგომისაკენ


ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრეზიდენტს გადადგომისაკენ მოუწოდებს.

ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრეზიდენტს გადადგომისაკენ მოუწოდებს.
პაკისტანში ოპოზიციის ლიდერმა ბენაზირ ბჰუტო გადადგომისაკენ მოუწოდებს პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს. ბჰუტომ, რომელიც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, გამორიცხა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება მუშარაფის მმართველობის პირობებში და გამოთქვა მზადყოფნა, პაიკსტანში დამოკრატიის აღსადგენად ალიანსი შექმნას ოპოზიციის სხვა ლიდერებთან, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან. ამ შინაარსის განცხადება ბჰუტომ გააკეთა ტელეფონით ქალაქ ლაჰორიდან, სადაც შინა პატიმრობაში იმყოფება. ხელისუფლება ცდილობს, არ დაუშვას მისი მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართულია მუშარაფის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ. ბჰუტოს სახლთან მისასვლელი გზები ათასობით პოლიციელს აქვს ჩაკეტილი, დაპატიმრებულია ოპოზიციის ლიდერის, სულ ცოტა, 100 მომხრე.
XS
SM
MD
LG