Accessibility links

რუსეთმა შესაძლოა მოკლე რადიუსში მოქმედი


რუსეთმა შესაძლოა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები განათავსოს ბელორუსიაში.

რუსეთმა შესაძლოა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები განათავსოს ბელორუსიაში.
მაღალი რანგის რუსი გენერლის განცხადებით, მოსკოვმა შესაძლოა მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტები განათავსოს ბელორუსიაში, აშშ-ის იმ გეგმის საპასუხოდ, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსებას ითვალისწინებს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ შინაარსის განცხადება გენერალ-მაიორმა ვლადიმირ ზარიცკიმ გააკეთა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი წელს ზაფხულში განაცხადა, რომ მოსკოვი რაკეტებს მომართავს ევროპაზე, თუ აშშ განახორციელებს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებას ჩეხეთსა და პოლონეთში.
XS
SM
MD
LG