Accessibility links

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში
თბილისში იმყოფება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი სტანიშევი, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. პარასკევს სერგეი სტანიშევი გაემგზავრება ბათუმში, სადაც მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაა დაგეგმილი.ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყება. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის მეთვალყურეობისთვის ხელისუფლებამ ეუთოს დამკვირვებელთა გამოგზავნისკენ მოუწოდა
XS
SM
MD
LG