Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინ უკრაინის ქალაქ დონეცკში ზასიადკოს


გუშინ უკრაინის ქალაქ დონეცკში ზასიადკოს სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ უკრაინის ქალაქ დონეცკში ზასიადკოს სახელობის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.
გაურკვეველია მაღაროში მყოფი კიდევ 20 მაღაროელის ბედი, მათ მაშველები ეძებენ. ეს ერთ-ერთი უდიდესი ავარიაა უკრაინის მაღაროებში 1991 წლის შემდეგ. დონეცკში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. მან გააკრიტიკა პრემიერ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა, რომ არ ზრუნავს სათანადოდ მაღაროებელის უსაფრთხოებაზე. საგანგებო კომისია იძიებს ინციდენტის მიზეზებს.
XS
SM
MD
LG