Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, კოსოვოელ ალბანელთა შეიარაღებული


წინასწარი მონაცემებით, კოსოვოელ ალბანელთა შეიარაღებული ნაწილის ყოფილი ლიდერის,

წინასწარი მონაცემებით, კოსოვოელ ალბანელთა შეიარაღებული ნაწილის ყოფილი ლიდერის,
ჰაშიმ ტაჩის პარტიამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ჰაშიმ ტაჩიმ, რომელიც, ალბათ, პრემიერის პოსტს დაიკავებს, გამოაცხადა, რომ 10 დეკემბრის შემდეგ, როცა ამოიწურება საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკების ვადა, პარლამენტი გამოაცხადებს ოლქის დამოუკიდებლბას.
ევროპის კავშირის ქვეყნები მოუწოდებენ კოსოვოს ოლქს, ცალმხრივად არ გამოაცხადოს სერბიისგან დამოუკიდებლობა . შვეციის საგარეო საქმეთა მინისტმა კარლ ბილდტმა, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, განაცხადა, რომ ტაჩიმ არ უნდა მიიღოს ცალმხრივი გადაწყვეტილებები, რომლებიც კოსოვოს ოლქის საერთაშოორისო იზოლაიციას გამოიწვევს. რუსეთის სახელმწიფო დუმის ერთ-ერთი კომიტეტის წარმომადგენელმა კონსტანტინ კოსაჩიოვმა განაცხადა, რომ არჩევნების კანონიერება უნდა იქნეს გადასინჯული, რადგან მასში სერბთა უმცირესობას მონაწილება არ მიუღია.
XS
SM
MD
LG