Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გაეროს საგანგებო


კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გაეროს საგანგებო ტრიბუნალის წინაშე წარდგა

კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გაეროს საგანგებო ტრიბუნალის წინაშე წარდგა
"წითელი კჰმერების" ერთ-ერთი მეთაური კან კეკ იუ. იგი პნომპენში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საშინელ ციხეს, სადაც პოლიტპატიმრებს აწამებდნენ. ამ ციხეში გაიარა 16 ათასმა მამაკაცმა, ქალმა და ბავშვმა, რომლებიც შემდეგ დახვრიტეს. გადარჩა მხოლოდ 14 ადამიანი. 70-იან წლებში "წითელი კჰმერების" მმართველობის პერიოდში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იქნა მოკლული ან დაიღუპა შიმშილისგან და სამუშაო ბანაკებში მუშაობის შედეგად.

XS
SM
MD
LG