Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით


უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში
მაღაროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 89-ს მიაღწია. უკრაინაში ეს ამ სახის ყველაზე მძიმე კატასტროფაა დამოუკიდებლობის პერიოდში. ევაკუირებულია 365 ადამიანი, 28 ჰოსპიტალიზებულია. 12 მაღაროელი ჯერჯერობით უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელისუფლებას მოუწოდა, მეტი გაკეთდეს მსხვერპლის დასახმარებლად და კატასტროფის მიზეზების დასადგენად: "პრიორიტეტები ასე გამოიყურება: რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის; შემდეგ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ იმათ გადასარჩენად, ვინც ახლა ჰოსპიტალშია; და მესამე - რაც შეიძლება მალე უნდა შევიტყოთ ავარიის შესაძლო მიზეზი."
XS
SM
MD
LG