Accessibility links

logo-print

ვენაში მიმდინარეობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო


ვენაში მიმდინარეობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორდღიანი შეხვედრა.

ვენაში მიმდინარეობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორდღიანი შეხვედრა.
მასში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს დირექტორთა საბჭოს წევრები. ისინი განიხილავენ სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამად ელ-ბარადეის მოხსენებას ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ბარადეის მოხსენებაში, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თეირანმა რიგი ნაბიჯები გადადგა მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად. ამავე დროს ის აღნიშნავს, რომ ირანი, მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნისა, აფართოებს ურანის გამდიდრებაზე მუშაობას. დღეს ვენაში გამოსვლისას ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ სააგენტოს ჯერაც არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ირანის ბირთვული მისწრაფებები მთლიანად სამშვიდობო ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG