Accessibility links

logo-print

კოსოვოს სტატუსის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ


კოსოვოს სტატუსის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ბელგრადსა და პრიშტინას შორის

კოსოვოს სტატუსის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ბელგრადსა და პრიშტინას შორის
პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეიძლება და ის არ უნდა იყოს დროში შეზღუდული. ამის შესახებ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს რუსეთისა და სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ვუკ იერემიჩმა. 10 დეკემბერს საერთაშორისო შუამავალთა ჯგუფმა გაეროს უნდა წარუდგინოს ანგარიში კოსოვოს სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ. კოსოვოელი ალბანელები პროვინციის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ბელგრადი თანახმაა, მხოლოდ ფართო ავტონომია მიანიჭოს კოსოვოს.
XS
SM
MD
LG