Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის


ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის

ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის
თავისუფლების საკითხებში, მიკლოშ ჰარასტიმ დღეს თბილისში განაცხადა, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპირდა, რომ მის ქვეყანაში მედიის პლურალიზმი აღდგება დეკემბრის დასაწყისში, როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.
ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ნოემბრის მოვლენებისგან მივიღეთ, ისაა, განაცხადა ჰარასტიმ, რომ კრიზისის პერიოდში მედიის როლი მხოლოდ მთავრობას არ უნდა ესმოდეს. აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება პროფესიულ პასუხმიგებლობასთან ერთად უნდა იყოს. და აქ მე მარტო “იმედს” არ ვგულისხმობ, არამედ საქართველოს მედიას მთლიანად, თქვა მან.
ჰარასტი საქართველოში იმყოფება სხვა დასავლელ სტურებთან ერთად, ისინი ხვდებიან როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს.
XS
SM
MD
LG