Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება


ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კევინ რადის ოპოზიციურმა

ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კევინ რადის ოპოზიციურმა
ლეიბორისტულმა პარტიამ. მან პრემიერ-მინისტრ ჯონ ჰაუარდის კონსერვატიულ, ლიბერალ-ნაციონალურ კოალიციას სძლია. ლეიბორისტების ლიდერი კევინ რადი პირობას დებს, რომ ერაყიდან გამოიყვანს ავსტრალიის სამხედრო კონტიგენტს და ხელს მოაწერს კიოტოს ოქმს, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ არის მიმართული. ლეიბორისტების გამარჯვებით ავსტრალიაში დასრულდა კონსერვატორების 11-წლიანი მმართველობა, ჯონ ჰაუარდის ხელმძღვანელობით.
XS
SM
MD
LG