Accessibility links

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერთა მანიფესტაციის რამდენიმე


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერთა მანიფესტაციის რამდენიმე ასეული მონაწილე.

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერთა მანიფესტაციის რამდენიმე ასეული მონაწილე.
მათ შორის არიან გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერი გარი კასპაროვი, კოალიცია "სხვა რუსეთის" აქტივისტი ედუარდ ლიმონოვი და ადამიანის უფლებათა დამცველი ლევ პონომარიევი. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაჭერა მასშემდეგ დაიწყეს, რაც მათ გაარღვიეს პოლიციელთა ჯაჭვი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ დაიძრნენ. მთავრობის ნებართვა გაცემული იყო დემონსტრაციის ჩატარებაზე და არა – მსვლელობის გამართვაზე. დაკავებულებს ემუქრებათ ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 15 დღემდე. გავრცელებული ცნობით, საპროტესტო მანიფესტაციაში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG