Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში


მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად 25 ნოემბრიდან ჩაერთვება.

მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად 25 ნოემბრიდან ჩაერთვება.
შესაბამისად, 40 დღით საქართველოს პირველი პირის ფუნქციებს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჩაიბარებს. ამის შესახებ ჯერ ისევ პრეზიდენტის პოსტზე მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა 24 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მან მინისტრთა კაბინეტს საგანგებო დავალებები მისცა: აღნიშნა მოსალოდნელი არეულობის საფრთხისგან თავის დაცვის აუცილებლობა, სოციალური პროგრამების განხორციელების საჭიროება და ყურადღება გაამახვილა საქართველოს დემოკრატიული იმიჯის განმტკიცების ამოცანაზე. "ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჩვენ მივცემთ საშუალებას ძალიან დემოკრატიულ სიტუაციაში არჩევნებზე გასვლის იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვის რა შანსს აძლევს... ჩვენ უნდა ასევე უზრუნველვყოთ მასმედიის ყველა საშუალების თავისუფლება..." – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წინაშე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG