Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და


შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით,

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით,
გუშინ და დღეს ერაყში 13 ერაყელი მოკლეს. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ 4 ადამიანი, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, ამერიკის სამხედრო პატრულის მიერ გახსნილ ცეცხლს შეეწირა. 6 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას ბაქუბაში. დანარჩენი სამი, რომელთაგანაც ერთი ბავშვია, დაიღუპა ჩრდილოეთ ბაღდადში. ამერიკელმა სამხედროებმა მათ ავტომანქანას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ბლოკპოსტზე გავლას მაღალი სიჩქარით ცდილობდა.
XS
SM
MD
LG