Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება ტელეკომპანია “იმედს” უყენებს


საქართველოს ხელისუფლება ტელეკომპანია “იმედს” უყენებს სამ პირობას,

საქართველოს ხელისუფლება ტელეკომპანია “იმედს” უყენებს სამ პირობას,
რომელთა შესრულებაც საჭიროა მაუწყებლობის განსაახლებლად. ამ შინაარსის განცხადება დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობისათვის წაყენებული პირობებია: პირველი - ფინანსური გამჭვირვალობა; მეორე - კომპანიის მფლობელისა და მართვის გამჭვირვალობა; მესამე - ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების დაცვა. ყველა ეს პირობა ეცნობა News Corp-ის ხელმძღვანელობასაც და მათგან საქართველოს მხარე კვირის ბოლომდე ელის პასუხს.
XS
SM
MD
LG