Accessibility links

logo-print

ისრაელის და პალესტინელების ლიდერები შეთანხმდნენ


ისრაელის და პალესტინელების ლიდერები შეთანხმდნენ,

ისრაელის და პალესტინელების ლიდერები შეთანხმდნენ,
რომ დაუყოვნებლივ შეუდგებიან მოლაპარაკებას 2008 წლის ბოლომდე სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად. მიზანია პალესტინელების სახელმწიფოს შექმნა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დღეს გამართავენ შეხვედრას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან მოლაპარაკების ინაუგურაციის მიზნით. მანამდე ჯორჯ ბუშმა ანაპოლისში, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის თავისი პრეზიდენტად საქმიანობის მთელი დარჩენილი ნაწილი - 2009 წლის იანვრამდე - იმუშაოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და პერსპექტიული პალესტინური სახელმწიფოს შესაქმნელად. ბუშის თქმით: [ბუშის ხმა] “აქ, ანაპოლისში დასახული ამოცანის შესრულება ძალიან ძნელი იქნება. ეს არის პროცესის დასაწყისი და არა დასასრული და ეჭვი არ არის, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მაგრამ მხარეებს შეუძლიათ იმედიანად მიუდგნენ ამ საქმეს. საამისო დრო დადგა. მიზანი სწორად არის დასახული. და თუ ძალიან მოვინდომებთ, ვიცი, რომ წარმატებას მივაღწევთ”. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კი დაგმო ანაპოლისის კონფრენეცია - მას უწოდა 4ამერიკული პროპაგანდა სიონისტებისთვის4. ანაპოლისის კონფერენციაში, რომელიც გუშინ გაიმართა, 40-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG