Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის მოქალაქეებს სატელევიზიო ეთერის საშუალებით მიმართა

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის მოქალაქეებს სატელევიზიო ეთერის საშუალებით მიმართა
და სთხოვა, 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მის პარტიას. საუბარია პარტია "ერთიან რუსეთეზე", რომლის სიის სათავეში სწორედ ვლადიმირ პუტინია. მისი თქმით, "ერთიანი რუსეთის" მხარდაჭერის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები მხარს დაუჭერენ "სტაბილურობას და თანმიმდევრულ პოლიტიკას" ქვეყანაში: "სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგები აუცილებლად მოახდენს გავლენას რუსეთის ახალი პრეზიდენტის არჩევაზე. ფაქტობრივად, ქვეყანაში უკვე ახლა დგება უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა განახლების ეტაპი. ამ ვითარებაში კი, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანმიმდევრული პოლიტიკური კურსის უზრუნველყოფა." ვლადიმირ პუტინი 2 დეკემბრის არჩევნებს აღიქვამს, როგორც მოსახლეობისგან საყოველთაო ნდობის მიღების შანსს, რაც დაეხმარება მას გავლენა შეინარჩუნოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მას შემდეგაც, რაც ის პრეზიდენტი აღარ იქნება.
XS
SM
MD
LG