Accessibility links

მადრიდში მუშაობა დაიწყო ეუთოს 56


მადრიდში მუშაობა დაიწყო ეუთოს 56 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანმა კონფერენციამ.

მადრიდში მუშაობა დაიწყო ეუთოს 56 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანმა კონფერენციამ.
ფორუმი გახსნა ესპანეთის პრემიერ-მინსტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ და მოუწოდა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მეტი ძალისხმევა დაუპირისპირონ ტერორიზმს. ევროკავშირი და შეერთებული შტატები კონფერენციაზე ეუთოს გაძლიერების მოწოდებით გამოვიდნენ. შეხვედრა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამწვავებული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პრეზიდენტი პუტინი ამერიკის მოთხოვნად მიიჩნევს იმას, რომ ეუთომ უარი თქვა მეთვალყურეთა გაგზავნაზე 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთში. პუტინი ფიქრობს, რომ ყოველივე ეს არჩევნების დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება. ეუთო და შეერთებული შტატები ბრალდებას უარყოფენ. რუსეთის არჩევნების მეთვალყურეობაზე უარის თქმის მიზეზად ეუთო ასახელებს მკაცრ შეზღუდვებს, რომლებიც მას მოსკოვმა დაუწესა.
XS
SM
MD
LG