Accessibility links

logo-print

ტელეეთერში კვლავ გამოჩნდა ალ-ყაიდის ლიდერი


ტელეეთერში კვლავ გამოჩნდა ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. ფირზე აღბეჭდილი

ტელეეთერში კვლავ გამოჩნდა ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. ფირზე აღბეჭდილი
პიროვნება, რომელიც, ტელეკომპანია ალ-ჯაზირის ინფორმაციით, სწორედ ბინ ლადენია, მიმართავს ევროპელებს - აიძულონ თავიანთი მთავრობები, გაიყვანონ ჯარები ავღანეთიდან და ნუ დაეხმარებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს. ალ-ყაიდის ლიდერი აცხადებს, რომ თალიბანმა არაფერი იცოდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გეგმებზე. სწორედ ტერორიზმთან ბრძოლა იყო კოალიციის ჯარების ავღანეთში შესვლის მიზეზი. ბინ ლადენი ამბობს, რომ ამერიკაში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს. ეს იყო ალ-ყაიდის ლიდერის მიერ წელს გაკეთებული მეოთხე განცხადება.
XS
SM
MD
LG