Accessibility links

logo-print

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის


პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის დამდეგს გაიმართება.

პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები მომავალი წლის დამდეგს გაიმართება.
ამის შესახებ დღეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შაუკათ აზიზმა. ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია. 6 ოქტომბერს პაკისტანში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კენჭისყრის შედეგები ვერ ჩაითვლება კანონიერად, სანამ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მუშარაფის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა ბალოტირების უფლება.

XS
SM
MD
LG