Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმიამ იერიში მიიტანა ქურთი


თურქეთის არმიამ იერიში მიიტანა ქურთი სეპარატისტების ჯგუფზე, ჩრდილოეთ ერაყში. სარდლობის ცნობით,

თურქეთის არმიამ იერიში მიიტანა ქურთი სეპარატისტების ჯგუფზე, ჩრდილოეთ ერაყში. სარდლობის ცნობით,
ქურთისტანის მუშათა პარტიის 50-60 მებრძოლისგან შემდგარ ჯგუფში დანაკარგი დიდია. დაუზუსტებელია, იყო თუ არა ერაყის საზღვრის დარღვევა მხოლოდ ამ სპეცოპერაციის ნაწილი. თუმცა თურქეთის არმიის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონის "ინტერვენცია" გაფართოვდება. გასულ თვეში, თურქეთის პარლამენტმა უფლებამოსილებით აღჭურვა მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ქურთი სეპარატისტები არიან დაბანაკებული. ქურთისტანის მუშათა პარტია ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითხოვს და მისი მებრძოლები თურქეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს აწყობენ.
XS
SM
MD
LG