Accessibility links

logo-print

აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა


აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები პარიზში შეიკრიბნენ

აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები პარიზში შეიკრიბნენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც ამავე საკითხზე ევროკავშირის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. საფრანგეთის წარმომადგენელი დიპლომატის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ახალი სანქციების შესახებ რეზოლუციაზე, რათა ირანი დაიყოლიონ ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე. ამავე წყაროს ცნობით, რეზოლუციის პროექტს მომავალ კვირაში გაეცნობიან მოლაპარაკების მონაწილეები. დღესვე, ირანის საგარეო უწყებამ გააკეთა განცხადება, რომ ახალი სანქციები ვერ მოაგვარებს ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოებას.
XS
SM
MD
LG