Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიხსნა გაეროს


ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიხსნა გაეროს საკვანძო მნიშვნელობის კონფერენცია

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიხსნა გაეროს საკვანძო მნიშვნელობის კონფერენცია
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მასში მონაწილეობს 190-მდე ქვეყნის 10 ათასი დელეგატი და მეცნიერი. ისინი იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს 2012 წლის შემდეგ, როცა ვადა გაუვა ე.წ. კიოტოს ოქმს მსოფლიოში ნახშირორჟანგის ემისიის თაობაზე. მსჯელობის მთავარი საკითხი იქნება ის, თუ რამდენადაა საჭირო სავალდებულო რეგულაციის შემოღება ემისიის შესამცირებლად. ორკვირიანი კონფერენცია მოსდევს მეცნიერთა ანგარიშების სერიას, რომლებიც ასკვნის, რომ მსოფლიოს მოეპოვება გლობალური დათბობის შესანელებელი ტექნოლოგია, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.
XS
SM
MD
LG