Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს უკუაგდო მზარდი კრიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს უკუაგდო მზარდი კრიტიკა
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მას მერე, რაც გუშინ მისმა პარტიამ, ერთიანმა რუსეთმა დამაჯერებლად მოიპოვა გამარჯვება არჩევნებში, პუტინმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი კანონიერია. მისი თქმით, როგორც შედეგი ცხადყოფს, რუსეთის მოსახლეობა არ მოგვცემს იმის უფლებას, რომ ქვეყანა "დესტრუქციული გზით" განვითარდეს. ერთიან რუსეთს 300-ზე მეტი ადგილი ექნება 450-ადგილიან სახელმწიფო დუმაში. მის გარდა პარლამენტის ქვედა პალატაში მხოლოდ სამი პარტია მოხვდა.

XS
SM
MD
LG