Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ევროპის კავშირმა გააკრიტიკა რუსეთის


დღეს ევროპის კავშირმა გააკრიტიკა რუსეთის საპარლამენტო არჩევნების პროცესი.

დღეს ევროპის კავშირმა გააკრიტიკა რუსეთის საპარლამენტო არჩევნების პროცესი.
როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა ბრიუსელში, არჩევნების წინა პერიოდში ირღვეოდა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა, იოჰანეს ლაიტენბერგერმა კი თქვა: " ცხადია, ჩვენთვის ცნობილია არჩევნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ საჩივრების თაობაზე. ამაში რუსეთის შესაბამისი ინსტანციები უნდა გაერკვნენ. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ ამას თვალყურს. როგორც უკვე განგვიცხადებია მსგავსი შემთხვევების შესახებ, არჩევნები ეს არა მხოლოდ არჩევნების დღეს კენჭისყრაა. ეს არის მთელი პროცესი, ეს არის საარჩევნო კამპანიასა და კენჭისყრასთან დაკავშირებული ყველა პირობა." რუსეთში გამართული არჩევნები გააკრიტიკეს ეუთომ და ევროპის საბჭომაც. ეუთოს თანახმად, სახელმწიფოს შერწყმა პოლიტიკურ პარტიასთან ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაა. ევროსაბჭოს წარმომადგენლის თქმით კი, არჩევნები მართული იყო.

XS
SM
MD
LG