Accessibility links

logo-print

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით,

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით,
ტელეკომპანია "იმედის" ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ. ამასთან, არ დასტურდება საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება "იმედისთვის" ყადაღის მოხსნაზე. სასამართლოს აქვს პროკურატურის შუამდგომლობის განხილვის 24-საათიანი ვადა და როგორც რადიო "თავისუფლებამ" შეიტყო "იმედის" გენერალურ დირექტორ ბიძინა ბარათაშვილისაგან, "იმედზე" გადაწყვეტილების მიღება ხუთშაბათს დილას არის მოსალოდნელი. "იმედის" მაუწყებლობა 7 ნოემბერს გაითიშა, 3 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ყადაღის მოხსნის თაობაზე.
XS
SM
MD
LG