Accessibility links

logo-print

იმედის მაუწყებლობის განახლებისაკენ მიმართულ ზომებს


იმედის მაუწყებლობის განახლებისაკენ მიმართულ ზომებს დადებითად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

იმედის მაუწყებლობის განახლებისაკენ მიმართულ ზომებს დადებითად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
კონდოლიზა რაისი, რომელიც გუშინ საღამოს ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძეს. საუბარი შეეხო აგრეთვე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა 2008 წლის 5 იანვარს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იუწყებიან ასევე, რომ დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ - კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს კანდიდატურის, ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ. თავისი კანდიდატურა მოხსნა კიდევ ერთმა კანდიდატმა - საზოგადოება “9 აპრილის” თავმჯდომარე თამაზ ბიბილურმა.
XS
SM
MD
LG