Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ბაღდადში ვიზიტისას გამოთქვა შეფასება,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ბაღდადში ვიზიტისას გამოთქვა შეფასება,
რომ ერაყი შორს აღარ არის სტაბილურობისა და დემოკრატიისაგან. [გეიტსის ხმა] “ბოლო თვეებში დრამატული ცვლილება მოხდა ერაყში უსაფრთხოების თვალსაზრისით - ძალადობა შემცირდა ისეთ დონემდე, როგორიც არ ყოფილა სამარის მეჩეთში თითქმის ორი წლის წინ მოწყობილი აფეთქების შემდეგ. ამის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა შინ დაბრუნებული ლტოლვილების რიცხვი, იზრდება ერაყში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, და 70000-ზე მეტმა ერაყელმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს თავისი სამეზობლოების დაცვაში. ერაყის ბევრ რეგიონში ამ პოზიტიური განვითარების შედეგია ნორმალიზაციისა და იმედის განცდა”. გეიტსის ეს განცხადება მოჰყვა მის მოლაპარაკებას ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკისთან. დღესვე, დანაღმული ავტომანქანის შედეგად ბაღდადში, სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 30-მდე კაცი. უფრო ადრე კი გავრცელდა ცნობა ბაღდადის ჩრდილოეთით აფეთქებების შედეგად, სულ ცოტა, 8 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
XS
SM
MD
LG