Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს თეირანს აღიაროს


აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს თეირანს აღიაროს სიმართლე ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს თეირანს აღიაროს სიმართლე ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ჯორჯ ბუშის თქმით, ეს არის მეტად პრობლემური საკითხი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადაწყვიტოს: (ბუშის ხმა) "ირანელებმა სტრატეგიული არჩევანი უნდა გააკეთონ: ან უნდა აღიარონ სიმართლე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ბირთვული საქმიანობის მიზნებთან დაკავშირებით, გაიზიარონ მოთხოვნები, შეწყვიტონ ურანის გამდიდრება და დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან... ანდა გააგრძელონ იზოლაციის გზა, რაც ნამდვილად არ შედის ირანელი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. არჩევანი ახლა ირანის რეჟიმმა უნდა გააკეთოს..." ეს განცხადება პრეზიდენტმა ბუშმა შტატ ნებრასკაში ვიზიტისას გააკეთა. 2 დღის შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო სადაზვერვო ორგანოს მასალები გამოქვეყნდა. ანგარიში ცხადყოფს, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა 2003 წელს შეაჩერა. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ თეირანს პროგრამის განახლება ნებისმიერ დროს შეუძლია. ვაშინგტონი აპირებს კვლავაც განაგრძოს მცდელობა, რათა ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სადამსჯელო სანქციები დაწესდეს.
XS
SM
MD
LG