Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში საპროტესტო


პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში საპროტესტო მარში გამართეს ოპოზიციური ლიდერის,

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში საპროტესტო მარში გამართეს ოპოზიციური ლიდერის,
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის მომხრეებმა. მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ცდილობდნენ გზა გაეკვლიათ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის იფტიხარ ჩაუდრის სახლისკენ. ჩაუდრი, რომელიც პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა გადააყენა, ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება. მისი დაპატიმრება მოხდა 3 ნოემბერს, როდესაც პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიციამ საპროტესტო მარშის მონაწილეებს გზა გადაუკეტა. ოპოზიციონერები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ჩაუდის აღდგენას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG