Accessibility links

logo-print

6 დეკემბერს საქართველოში მუშაობა დაიწყო


6 დეკემბერს საქართველოში მუშაობა დაიწყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების კომიტეტის მეთვალყურეთა

6 დეკემბერს საქართველოში მუშაობა დაიწყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების კომიტეტის მეთვალყურეთა
მისიამ, რომელიც საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით ჩავიდა. "ვაფასებთ, რომ მოგვიწვიეს და მოგვცეს შესაძლებლობა ჩავებათ მონიტორინგის პროცესში. ველით ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობას", – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა დიტერ ბოდენმა. საქართველოში უკვე ჩავიდა ეუთოს 11 ქვეყნის 13 ექსპერტი, რომლებიც ქვეყანაში წინასაარჩევნო პროცესს კომპლექსურად შეისწავლიან. მოგვიანებით, საქართველოში კიდევ 28-კაციანი ჯგუფი ჩავა. ისინი ძირითადად რეგიონებში იმუშავებენ. მეთვალყურეები დეტალურად შეისწავლიან საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას, მედიის მიერ მოვლენების გაშუქების პროცესს, კანონმდებლობასა და მის დანერგვას, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასა და საარჩევნო გადაწყვეტილებების შინაარსს. არჩევნების დღისთვის კი, საქართველოს ესტუმრება ეუთოს კიდევ 300 (მოკლევადიანი) მეთვალყურე. მათი მიზანია საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის პროცესის, ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების მონიტორინგი.
XS
SM
MD
LG