Accessibility links

7 დეკემბერს, თბილისის დროით შუაღამის


7 დეკემბერს, თბილისის დროით შუაღამის 12 საათის შემდეგ ყადაღა ოფიციალურად მოეხსნა ტელეკომპანია "იმედის"

7 დეკემბერს, თბილისის დროით შუაღამის 12 საათის შემდეგ ყადაღა ოფიციალურად მოეხსნა ტელეკომპანია "იმედის"
ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიას. ვრცელდება ცნობა, რომ არხის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება სწორედ 12 საათიდან მიეცათ. მართალია თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯერ კიდევ 6 დეკემბერს დილით დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია "იმედის" ქონებასა და სამაუწყებლო ლიცენზიაზე ყადაღის მოხსნის შესახებ. მაგრამ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღის მოხსნის თარიღად 7 დეკემბერი დასახელდა. "ტელეიმედის" მაუწყებლობის ლიცენზიის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრი პატარკაციშვილმა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "დარწმუნებული ვარ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის ნების შედეგია... ტელერადიოკომპანია "იმედი" დიდი ხანია, რაც მე აღარ მეკუთვნის. "იმედი" ქართველი ხალხის მიღწევა და საკუთრებაა." ტელეკომპანია "იმედის" ქონებასა და ლიცენზიას ყადაღა 7 ნოემბერს დაედო. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად როდის შეძლებს ტელეკომპანია იმედი მაუწყებლობის განახლებას.
XS
SM
MD
LG