Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოსტუნიცა მოუწოდებს


სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოსტუნიცა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინადადებას, რომელიც, კოსოვოს სტატუსის გარშემო,

სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოსტუნიცა მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინადადებას, რომელიც, კოსოვოს სტატუსის გარშემო,
მოლაპარაკებების გაგრძელებას ითვალისწინებს. საერთაშორისო შუამავალთა ჯგუფმა, ეგრეთ წოდებულმა ტროიკამ (ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემადგენლობით), უშედეგოდ დაასრულა ბოლო 4-თვიანი მოლაპარაკებები სერბიის პროვინცია კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით. ასეთი შინაარსის დასკვნით 7 დეკემბერს "ტროიკამ" სპეციალური ანგარიში გაეროს წარუდგინა. სერბია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, კოსოვოს გამოყოფას ეწინააღმდეგება. თავად კოსოვო კი, დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს.
XS
SM
MD
LG