Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა


აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადმინისტრაციულ საზღვარზე

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადმინისტრაციულ საზღვარზე
არსებულ გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება შეწყვეტილია. მოსახლეობა ზუგდიდის რაიონში გადასვლას მხოლოდ შემოვლითი გზებით ახერხებს, – იტყობინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. კილანავას განცხადებით, "დეფაქტო ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლებაში ეხმარებიან რუსი სამშვიდობოები, რომელთაც, როტაციის შედეგად, ერთი ბატალიონის ნაცვლად, უფრო მეტი პირადი შემადგენლობა შემოიყვანეს. სამშვიდობოებმა აფხაზეთში ასევე მძიმე ტექნიკა შეიტანეს, რაც მათი საქმიანობისთვის აუცილებელი არ არის. ეს ტექნიკა მთელ პერიმეტრზე განლაგდა", - აღნიშნავს თორნიკე კილანავა.
XS
SM
MD
LG