Accessibility links

logo-print

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა პრეზიდენტობის კიდევ ორი კანდიდატი
- არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი და ირინა სარიშვილი. ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად დარეგისტრირებულია პრეზიდენტობის 7 კანდიდატი: მიხეილ სააკაშვილი, დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი მაისაშვილი, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი და ირინა სარიშვილი. რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ხუთ პრეტენდენტს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, დასრულდა რეგისტრაციის პირველი ეტაპი და იმ პირებს, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, ორი დღის ვადაში შეუძლიათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციაში გატარების ბოლო ვადაა 11 დეკემბერი.
XS
SM
MD
LG