Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას განცხადებით, ის არ მოელის ძალადობას კოსოვოში

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას განცხადებით, ის არ მოელის ძალადობას კოსოვოში
მას შემდეგ, რაც ორშაბათს ამოიწურება სერბიის ამ პროვინციის სტატუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებისთვის დაწესებული ბოლო ვადა. ასეთი პროგნოზი სოლანამ გერმანიის გაზეთ "ველტ ამ ზონტაგისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. საერთაშორისო მედიატორთა ჯგუფმა გაეროს უკვე წარუდგინა ანგარიში იმის თაობაზე, რომ შედეგი მოლაპარაკების ვერც ბოლო ოთხთვიანმა პროცესმა გამოიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადებით, კოსოვოს საკითხის გარშემო ბოლო ვადების დაწესება დაპირისპირების აღმოფხვრას არ ემსახურება; სამაგიეროდ, ამგვარი ქმედებები ხელს უშლის პრობლემის დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას. კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებას მალე აპირებს. სერბია მის გამოყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკებათა გაგრძელებას ითხოვს. ბელგრადს მხარს უჭერს მოსკოვი.
XS
SM
MD
LG