Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


თბილისში დასრულდა მერვე საერთაშორისო კინოფესტივალი

"პრომეთე", რომელმაც გუშინ თავისი ლაურეატების ვინაობა გამოაცხადა. "ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა პოლონურ ფილმს "ხრიკები" (რეჟისორი - ანჯეი იაკიმოვსკი); "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისთვის დაიმსახურა რუსმა რეჟისორმა ალექსეი პოპოგრებსკიმ - დამდგმელმა ფილმისა "მარტივი საგნები". ამ სურათებზე და ფესტივალის სხვა ლაურეატებზე ჩვენი მიმომხილველი გიორგი გვახარია ერთ-ერთ მომდევნო გადაცემაში გიამბობთ. დღეს კი ის გთავაზობთ ინტერვიუს ფესტივალის საპატიო სტუმართან. ეს გახლავთ 74 წლის ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბობ რეიფელსონი - ხელოვანი, რომელმაც სახელგანთქმული გახადა ჯეკ ნიკოლსონი, რომლის ფილმებზე "ხუთი მარტივი პიესა", "ფოსტალიონი ზარს ყოველთვის ორჯერ რეკავს" საქართველოში მთელი თაობები გაიზარდა. გიორგი გვახარია ბობ რეიფელსონს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ესაუბრა.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG