Accessibility links

logo-print

სერბია აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოს


სერბია აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს თხოვნით,

სერბია აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს თხოვნით,
რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ შეაფასოს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის შესაძლო გამოცხადების საკითხი. ამ გეგმის შესახებ გუშინ, სერბიის ტელევიზიაში ისაუბრა სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა. ამასობაში კი კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების ლიდერთა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სერბიისაგან კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოცხადდება არაუგვიანეს აპრილისა. ამ განცხადებამდე ამოიწურა სერბიისა და ეთნიკური ალბანელების მხარეებისთვის კონსენსუსის მისაღწევად გაეროს მიერ მიცემული ვადა.
XS
SM
MD
LG