Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ დმიტრი


რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ დმიტრი მედვედევს სურს, რომ ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდეს.

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ დმიტრი მედვედევს სურს, რომ ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდეს.
გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საპრეზიდენტო არჩევნებში მედვედევის კანდიდატურას. დღეს მედვედევმა სატელევიზიო მიმართვის დროს აღნიშნა: [მედვედევის ხმა] “გამოვხატავ რა მზადყოფნას, კენჭი ვიყარო რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში, ვლადიმირ პუტინს მივმართავ თხოვნით, თანხმობა განაცხადოს რუსეთის მთავრობის გაძღოლაზე ჩვენი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ”. დმიტრი მედვედევმა როგორც აღნიშნა, მას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ პუტინი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების საკვანძო პოზიციაზე, რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
XS
SM
MD
LG