Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის შინაგან საქმეთა მინისტრმა “ალ-ყაიდის”


ალჟირის შინაგან საქმეთა მინისტრმა “ალ-ყაიდის” ადგილობრივ ორგანიზაციას დააკისრა პასუხისმგებლობა

ალჟირის შინაგან საქმეთა მინისტრმა “ალ-ყაიდის” ადგილობრივ ორგანიზაციას დააკისრა პასუხისმგებლობა
ალჟირის დედაქალაქში დღეს ორი აფეთქების მოწყობისთვის. ერთი აფეთქება საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოხდა, მეორე - ალჟირში გაეროს ორი სააგენტოს ოფისებთან. შინაგან საქმეთა მინისტრის, იაზიდ ზერჰუნის მიერ მოყვანილი ოფიციალური ინფორმაციით, ორმა აფეთქებამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილების რიცხვი კი 170-ს აღემატება. მანამდე, სამედიცინო მუშაკებმა გააკეთეს განცხადება, რომ დაღუპულების რიცხვი, სულ ცოტა, 62 ადამიანია. გაეროს პრეს-მდივნის თქმით, გაეროს ოფისების წინააღმდეგ მიმართულმა აფეთქებამ, წინასწარი ინფორმაციით, გაეროს 4 თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქებები დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, აშშ-მა და ევროკავშირმა.
XS
SM
MD
LG