Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად იულია


უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად იულია ტიმოშენკოს ერთი ხმა დააკლდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად იულია ტიმოშენკოს ერთი ხმა დააკლდა
პარლამენტში გამართული კენჭისყრისას. ტიმოშენკოს კანდიდატურა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ წარადგინა, მაგრამ მას 225 პარლამენტარი მიემხრო სულ 450-ადგილიან პალატაში. ტიმოშენკო და მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ ამ შედეგის მიზეზი იყო კენჭისყრისთვის განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობის მანიპულირება. თუმცა, როგორც ტიმოშენკომ დღევეანდელი კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: [ტიმოშენკოს ხმა] “ჩვენი დემოკრატიული კოალიცია ერთსულოვანია, როგორც არასდროს. მას აქვს ხმების გარკვეული რაოდენობა და ეჭვი არ არის, რომ შევქმნით მთავრობას, რომელიც შეძლებს ნაყოფიერად მუშაობას”. იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს - 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" პერიოდის მოკავშირეებს - ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობა აქვთ პარლამენტში. დღესვე იუშჩენკო ფრაქციების ლიდერებს შეხვდა კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG