Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, დღეს ევროკავშირის


პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, დღეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს

პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, დღეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს
ახალ საბაზისო ხელშეკრულებას, რომელიც ბლოკის მმართველი ინსტიტუტების რეფორმიერას ისახავს მიზნად. ხელშეკრულება შემუშავდა კონსტიტუციის სანაცვლოდ, რომელსაც, 2005 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე, მხარი არ დაუჭირა საფრანგეთმა და ჰოლანდიამ. ხელშეკრულება ითვალისწინებს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას და საგარეო პოლიტიკის მიმართულების გაძლიერებას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დოკუმენტს "ისტორიული წარმატება" უწოდა. თუკი ევროკავშირის ქვეყანათა პარლამენტები ხელშეკრულებას რატიფიცირებას გაუკეთებენ, ის 2009 წელს შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG