Accessibility links

logo-print

დასავლეთი მხარს არ უჭერს


დასავლეთი მხარს არ უჭერს რუსეთის წინადადებას, რომელიც სერბიის პროვინცია კოსოვოს სტატუსის გარშემო

დასავლეთი მხარს არ უჭერს რუსეთის წინადადებას, რომელიც სერბიის პროვინცია კოსოვოს სტატუსის გარშემო
მოლაპარაკებათა გაგრძელებას ითვალისწინებს. რუსეთმა ასეთი წინადადება 12 დეკემბერს წამოაყენა მას შემდეგ, რაც 10 დეკემბერს უშედეგოდ დასრულდა 4-თვიანი მოლაპარაკებები ბელგრადსა და პრიშტინას შორის. ბრიტანეთის ელჩის მსგავსად, კოსოვოს სტატუსის გარშემო მოლაპარაკებებს დასრულებულად მიიჩნევს შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, ზალმაი ხალილზადი: "ჩვენი და ევროპელების თვალთახედვით, მოლაპარაკებების პროცესმა, კოსოვოს საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, შესაძლებლობები ამოწურა. ახლა გაეროს უშიშრობის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს... და თუ საბჭო ვერ გადაწყვეტს, მოიძებნება პრობლემის გადაწყვეტის სხვა საშუალებები, საბჭოს მიღმა." სერბიის პროვინცია კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს. სერბია, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს, კოსოვოს დამოუკიდებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG