Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერის გარი


გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერის გარი კასპაროვის საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც ის რუსეთის

გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერის გარი კასპაროვის საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც ის რუსეთის
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად უნდა დაესახელებინა, მოქმედების საშუალება არ მიეცა. უშედეგოდ დასრულდა არაერთი მცდელობა – იჯარით აეღოთ დარბაზი, რომელიც გაერთიანებულ სამოქალაქო ფრონტს არაუმცირეს 500 ადამიანის ერთად შეკრების საშუალებას მისცემდა. კასპაროვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მას მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მომხრეთა შეკრებაში, რაც აუცილებელია პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოსაყენებლად. კასპაროვის თანაშემწის მარინა ლიტვინოვიჩის განცხადებით, დღეს იწურებოდა ბოლო ვადა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარბაზის იჯარით აღების კონტრაქტის წარდგენას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG