Accessibility links

logo-print

ცნობილი პოლონელი ჟურნალისტის, ყოფილი დისიდენტის


ცნობილი პოლონელი ჟურნალისტის, ყოფილი დისიდენტის, მედიაომბუდსმენის ადამ მიხნიკის განცხადებით,

ცნობილი პოლონელი ჟურნალისტის, ყოფილი დისიდენტის, მედიაომბუდსმენის ადამ მიხნიკის განცხადებით,
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დაბრუნება არა მხოლოდ ტელეკომპანიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გამარჯვებაა. (მიხნიკის ხმა) "გუშინ საღამოს და დღეს მსოფლიოში თბილისიდან ძალიან დადებითი სიგნალი გავრცელდა. ეს ძალიან კარგი დღეა ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს ყველა მეგობრისთვის მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, ბურჯანაძე, დაგვპირდა, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნებოდა და შეასრულა კიდეც დანაპირები... და ახლა შესანიშნავი შანსი მაქვს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს." ადამ მიხნიკმა დღეს იმ 7-კაციანი ჯგუფის წევრები დაასახელა, რომლებიც მედიის მუშაობის მონიტორინგს განახორციელებენ. ჯგუფში შედიან: ალექსანდრე რონდელი, გია ნოდია, ლევან ხეთაგური, ზვიად ქორიძე, დავით პაიჭაძე, ნატა მურვანიძე და ლაშა ტუღუში. მედიაომბუდსმენი მათ "მიხნიკის ბანდიტური ჯგუფის" წევრებს უწოდებს.
XS
SM
MD
LG