Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მინსკში


ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მინსკში მოლაპარაკება გამართეს.

ბელორუსიისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მინსკში მოლაპარაკება გამართეს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გუშინ ეწვია მინსკს. ჯერ კიდევ ვიზიტამდე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ორმა ლიდერმა შესაძლოა იმსჯელოს ბელორუსია-რუსეთის კავშირის შექმნის გეგმაზე - ანუ გეგმაზე, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, პუტინს დახემარებოდა ხელისუფლების სათავეში დარჩენაში მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვება მომავალი წლის გაზაფხულზე. მაგრამ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ დღეს პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: [ლუკაშენკას ხმა] “ამ ოფიციალურმა ვიზიტმა რაღაც აჟიოტაჟი გამოიწვია დასავლეთში. გასაოცარია! პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ აბსოლუტურად არანაირი ქვეტექსტი არ არის. ჩვენ, როგორც მეგობარი, მოკავშირე სახელმწიფოები ვხვდებით ერთმანეთს აქ, მინსკში და უცნაური ის იქნებოდა, რომ თქვენ, რუსეთის პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით არ წვეოდით მინსკს”. ოთხშაბათს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა პუტინის ვიზიტის წინააღმდეგ მიმართული აქცია, ორგანიზებული ოპოზიციის მიერ.
XS
SM
MD
LG