Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენლის განცხადებით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ანტისარაკეტო ფარი კვლავაც საჭიროა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ანტისარაკეტო ფარი კვლავაც საჭიროა
ირანიდან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ. ამ საკითხზე სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონ რუდმა ისაუბრა ბუდაპეშტში მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება გამართა რუს დიპლომატებთან აშშ-ის გეგმაზე, ანტისარაკეტო დაცვის ელემენტები განათავსოს ცენტრალურ ევროპაში. აშშ-ის სადაზვერვო უწყებამ გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა 4 წლის წინ შუწყვიტა ბირთვული შეიარაღების პროგრამა. მაგრამ, რუდის თქმით, ირანის ბალისტიკური რაკეტებიც საკმარის საფრთხეს ქმნის. მოსკოვი აკრიტიკებს აშშ-ის გეგმას ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების თაობაზე.
XS
SM
MD
LG