Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი ინდონეზიის კუნძულ


გაეროს გენერალური მდივანი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე კონფერენციაზე დაბრუნებას აპირებს

გაეროს გენერალური მდივანი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე კონფერენციაზე დაბრუნებას აპირებს
იმასთან დაკავშირებით, რომ დასკვნითი ტექსტის გარშემო უთანხმოება, როგორც ჩანს, გამოიწვევს კონფერენციის გაგრძელებას. ბან კი მუნის თქმით, ის ხვალ, 15ტ დეკემბერს დაბრუნება ბალის კონფერენციაზე, რომელიც გლობალური დათბობის საკითხებს ეძღვნება. უთანხმოებას იწვევს სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შეკვეცის საკითხი. ბალის სამიტის მიზანია, შეიქმნას გლობალური დათბობის პრობლემასთან გამკლავების გეგმა, რომელიც ძალაში შევა 2012 წლის შემდეგ - ანუ, მას შემდეგ, რაც ამოიწურება კიოტოს ოქმის მოქმედების ვადა. ევროკავშირისა და განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნით, ბალის კონფერენციის საბოლოო დოკუმენტით მრეწველობაგანვითარებულმა ქვეყნებმა უნდა იკისრონ ვალდებულება, რომ 2020 წლამდე 25-დან 40 პროცენტამდე შეამცირებენ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ემისიას. მაგრამ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ და იაპონია უარზე დგანან.
XS
SM
MD
LG