Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საგანგებო


ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მისიას გააგზავნიან კოსოვოში - სერბიის ოლქში,

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მისიას გააგზავნიან კოსოვოში - სერბიის ოლქში,
რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ემზადება. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტმა პორტუგალიამ ბრიუსელში დღევანდელი სამიტის შემდეგ. ევროკავშირის მისია სახელწოდებით “კანონის უზენაესობა” 2000-კაციანი იქნება და გაიგზავნება კოსოვოში, როგორც კი იქ მას მიიწვევს გაერო ან ადილობრივი ხელისუფლება. მანამდე ევროკავშირის ლიდერებმა, ბრუსელის სამიტზე შეკრებისას, პირობა დადეს, რომ შეიმუშავებენ ერთობლივ გეგმას კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე. დღესვე სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა განაცხადა, რომ სერბია არასდროს გაცვლის კოსოვოს - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე.
XS
SM
MD
LG