Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე


კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე, რომელსაც კუნძული ბალი მასპინძლობდა,

კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე, რომელსაც კუნძული ბალი მასპინძლობდა,
კომპრომისის მიღწევა მოხერხდა. ცხარე დისკუსიისა და კამათის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ გეგმის გარშემო, რომელიც 2009 წლისთვის გლობალური დათბობის პაქტის შემუშავებას გულისხმობს. გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა პაქტმა კიოტოს ოქმი უნდა შეცვალოს მას შემდეგ, რაც ოქმს მოქმედების ვადა 2012 წელს ამოეწურება. ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოებას იწვევდა სათბურის გაზების გამოშვების შემცირების პარამეტრების დაკონკრეტება. მართალია ვაშინგტონი საბოლოოდ გარკვეულ დათმობებზე წავიდა, მაგრამ თეთრი სახლი გამოთქვამს სერიოზულ უკმაყოფილებას, რომ სათბურის გაზების შემცირება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს შეეხება. ახალი გეგმის - "ბალის გზამკვლევის" მიღების შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა გამოაცხადა. შეთანხმების დოკუმენტი არ აკმაყოფილებს გარემოსდამცველებს, რადგანაც მასში არ არის განსაზღვრული სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების კონკრეტული მიზნები.
XS
SM
MD
LG